Sunday, March 13, 2011

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ისტორია

"ფოლკლორის  სახელმწიფო  ცენტრი  წარმართავს   ფოლკლორის   სახელმწიფო   პოლიტიკას საქართველოში"   -   განაცხადა  საქართველოს  კულტურის მინისტრმა  გოკა  გაბაშვილმა  2004 წლის    29    დეკემბერს   ფორაქიშვილების   დარბაზში    გამართულ    განახლებული   ხალხური შემოქმედების   ცენტრის  პრეზენტაციაზე,  რომელსაც  რეორგანიზაციის შემდეგ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ეწოდა.
   ხალხური შემოქმედების კაბინეტი (1936 წელი), ხალხური შემოქმედების სახლი (1937-1980 წლები), ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი (1980-2004 წლები), საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (2005 წლიდან).
   საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს 1936 წლის 9 ნოემბრის 209 ბრძანებით ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან შეიქმნა ხალხური შემოქმედების კაბინეტი, ხოლო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1937 წლის 21 მაისის 290 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სისტემაში დაარსდა ხალხური შემოქმედების სახლი, რომელსაც თითქმის სამოცდაათწლიანი მდიდარი ისტორია აქვს. მის სათავეებთან იდგნენ და მასთან თანამშრომლობდნენ: ვახტანგ კოტეტიშვილი, მიხეილ ჩიქოვანი, ქსენია სიხარულიძე, დიმიტრი არაყიშვილი, შალვა მშველიძე, თამარ მამალაძე, სერგი მაკალათია, ივანე ჯავახიშვილი, დავით ჯავრიშვილი, ლილი გვარამაძე, ავთანდილ თათარაძე, მიხეილ შუბაშიკელი, გრიგოლ ჩივაძე, ვალერიან ცაგარეიშვილი, გრიგოლ ჩხიკვაძე, ვლადიმერ ახობაძე, გრიგოლ კოკელაძე, ოთარ ჩიჯავაძე, კახი როსებაშვილი. . . სწორედ მათი ძალისხმევით შეიქმნა ხალხური შემოქმედების სახლის მდიდარი და უნიკალური არქივი (ხალხური სიმღერები, საგალობლები, ზეპირსიტყვიერება, სამეცნიერო ნაშრომები).
   ცენტრის დირექტორები იყვნენ: მიხეილ მგალობლიშვილი, გრიგოლ კოკელაძე, ვალერიან ცაგარეიშვილი, გრიგოლ კოკელაძე, მიხეილ ჩირინაშვილი, რევაზ კერესელიძე, ცისანა ქოჩეჩაშვილი.
   ხოლო 2004 წლის ნოემბრიდან ამ ტრადიციების გაგრძელება და ახალი პრინციპებითა და თანამედროვე მენეჯმენტით მართვა დაისახა მიზნად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალმა ხელმძღვანელობამ, მისმა ახალგაზრდა დირექტორმა, მომღერალმა და ლოტბარმა, ფოლკლორულ ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელმა გიორგი უშიკიშვილმა.

2 comments:

  1. Dzalian karg sakmes aketebt! Saqartvelo simgeris kvekanaa da folkloruli simgerebis nairsaheobebis arseboba aris ert-erti umnishvnelovanesi damahasiatebeli nishan da ganshvaveba shva kavkasiur kveknebs sjoris! rodesats folklori kvdeba da qreba - qreba erits! Unda nahot ra mothovnilebaa Moskovshi qartuli tsekvisa da simgeris mastsavleblebis da folkloruli tsentrebisadmi! samtsuharod chrdilokavkasieli megobrebi upro aktiuri arian am sakithshi da sinanulit avgnishnav holme faktebs rodesats chveni simgerebis chrdilokavkasiur REMIXebs da tsekvebis uharisho vizualizatsias apiareben rogorts dzirdzvel chechnur an ingushuran shva eris qoreografiul nimushs! magram marto simgera da tsekva ar kmara! austilebelia spetsialistebi (folkloristebi) da rats mtavaria ahalgazrda folkloristebi. Sasiahurloa ro tanamedrove menejmenti shesamchnev tsinsvlas uketebs am sakmes! hshirad vusmen fol radios da miharia tsinsvla! Irakli Bolkvadze. Moscow city :)

    ReplyDelete
  2. ძალიან სასიამოვნია რომ გვისმენთ :) რაც შეეხება ქართული სიმღერისა და ცეკვის დამახინჯებას ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. ამიტომ ვცდილობთ ტრადიციულ ნიმუშებს გაუკეთოთ პოპულარიზაცია, ჩავწეროთ და სხვადასხვა ხერხებით მივაწოდოთ საზოგადოებას :)

    ReplyDelete